

დღეს ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებიდან – თასების მფლობელთა თასის მოგებიდან 40 წელი გავიდა.
საიუბილეო თარიღი ხარაგაულში სპორტსკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა აღნიშნეს.
ფეხბურთელებმა სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელ გრიგოლ (გია) ჭიპაშვილთან, მწვრთნელ გოჩა გელაშვილთან და სპორტსკოლის თანამშრომელ დიმიტრი მაჭავარიანთან ერთად „დინამოსთვის“ გამარჯვების გოლის მომტანის, ვიტალი დარასელიას გარდაცვალების ადგილზე უბისაში აღმართული მონუმენტი ყვავილებით შეამკეს.
შემდეგ ხარაგაულელმა ფეხბურთელებმა ბორითელ თანატოლებთან (მწვრთნელი სულიკო დონაძე) ბორითის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა ანგარიშით 4:1 ბორითელების გამარჯვებით დასრულდა.
„საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში 1981 წლის 13 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია – ამბობს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი, – გადავწყვიტეთ, ეს თარიღი ასე სიმბოლურად აღგვენიშნა და თან სპორტსკოლის აღსაზრდელებისთვის 40 წლის წინანდელი ამბები გაგვეცნო“.
ხარაგაულელ ფეხბურთელებს დიუსელდორფის სტადიონზე გამართული მატჩის შესახებ მწვრთნელი გოჩა გელაშვილი ესაუბრა.
„საინტერესო იყო ვიტალი დარასელიას ბიოგრაფიისა და ქართული ფეხბურთის გამარჯვების ისტორია, – ამბობს ნორჩი ფეხბურთელი ნიკა ყრუაშვილი, – არასოდეს დამავიწყდება ეს დღე“.
1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ თბილისის „დინამომ“ 2:1 დაამარცხა იენის „კარლ ცაისი“ და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.
ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გახსნეს. მატჩის 67-ე წუთზე ანგარიში ვლადიმერ გუცაევმა გაათანაბრა, 87 წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ვიტალი დარასელიას გარდაცვალების ადგილზე, უბისაში
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში