

ახალი შემთხვევები დაბა ხარაგაულში, კიცხში, ლაშეში, სარგვეშსა და ხევში დაფიქსირდა.
მათი ინფიცირების წყარო ცნობილია – კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედოთ.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე 641 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 573 გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა. ამჟამად 37 ხარაგაულელი იზოლაციაში იმყოფება.
54 ინფიცირებულიდან 4 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტესტირებისთვის, ბოლო ორი დღეა, ძირითადად, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირები მიდიან. დღის განმავლობაში, შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს.
ხარაგაულში მოქმედი სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება, სავარაუოდ, ორშაბათიდან განახლდება.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში