
ახალი „ტყითსარგებლობის წესის“ თანახმად, ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების გაყიდვა შესაბამისი ნებართვის გარეშე აიკრძალა.
დავინტერესდით, შეეხება თუ არა ეს აკრძალვა იმ პირებს, რომლებიც ტყეში მაყვალს, შინდს, ასკილს, ტყის მარწყვს, სხვადასხვა კეკნროვანებს მოიპოვებენ და ბაზარში ჰყიდიან.
გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კარლო ამირგულაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ტყეში კენკროვანების მოპოვება-რეალიზაციისთვის ნებართვა მხოლოდ მსხვილ ბიზნესოპერატორებსა და კოოპერატივებს შეეხებათ – მათ ვინც კენკროვანებს დიდი რაოდენობით მოიპოვებს ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად ან ექსპორტისთვის.
„პირზე, რომელიც ტყეში კენკრას მოიპოვებს და ბაზარზე მცირე რაოდენობით ყიდის, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, – ამბობს კარლო ამირგულაშვილი, – არ იკრძალება კენკროვანების პირადი მოხმარების მიზნით დაკრეფა.
ახალი „ტყითსარგებლობის წესით“, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე. აღნიშნული პირები წარადგენენ განცხადებას და სათანადო დოკუმენტაციას ტყის მართვის ორგანოში, რის შემდეგაც, განსაზღვრულ ტერიტორიაზე კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას მიიღებენ ერთი წლის ვადით.
რესურსის მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებულია, წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი“.
„ეს არის ძალიან პროგრესული და სასარგებლო გადაწყვეტილება, – ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი, – ტყის რესურსების კომერციული მიზნებით გამოყენება ამ დრომდე საერთოდ აკრძალული იყო.
ის პირები, ვინც ახლა ტყეში მოპოვებულ კენკროვანებს მცირე რაოდენობით ყიდიან, შესაძლოა, ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ და პროდუქციის წარმოება დაიწყონ. „სოფლის განვითარების სტრატეგიით“ მათ ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოებისთვის დაფინანსება მოიპოვონ.
ხარაგაულში სასოფლო-სამეურნეო მიწები ცოტაა და ტყეც შემოსავლის წყაროდ უნდა იქცეს. ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე სწორად უნდა მივიტანოთ“.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა