

რკინისჯვარზე პილიგრიმულ-ექსტრემალური ტური, კორონავირუსის პანდემიის გამო, ვერც წელს შედგება.
ამ ტურის ორგანიზატორის, შოთა ხარატიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი პანდემიის ფონზე რკინისჯვარზე მასშტაბური მსვლელობა შეუძლებელია. ეს ტური ვერც გასულ, 2020 წელს განხორციელდა.
„თუ ვინმე მოინდომებს და საკუთარი სურვილით წავა, ეს არ ვიცი, – ამბობს შოთა ხარატიშვილი, – ორგანიზებას ჩვენ ვერავითარ მსვლელობას ვერ გავუწევთ“.
12 მაისს ანდრიაობის რკინისჯვარზე აღნიშვნის ტრადიციას ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა საფუძველი 20 წლის წინ, შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, ჩაუყარეს. წლიდან წლამდე ტურში მონაწილეთა რიცხვი იზრდებოდა. 2019 წელს ანდრიაობის დღესასწაულში 1000-მდე მომლოცველი ჩაერთო.
თქმულების თანახმად, ქრისტეს მოციქულმა ანდრიამ საქართველოში რამდენიმე მთაზე ჯვარი აღმართა. ერთ-ერთი ასეთი მთა კი სწორედ რკინისჯვარია. წლების განმავლობაში ტურის მონაწილეები სიონის საკათედრო ტაძრიდან ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატს რკინისჯვარზე მიაბრძანებენ.
გიზიარებთ გასული წლების ანდრიაობის ამსახველ კადრებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, დღესასწაულის მონაწილეების მიერ არის გადაღებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,