

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 55 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.
იმერეთში დაფიქსირდა 37 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 26, ქვემო-ქართლში – 17, შიდა ქართლში – 17, აჭარაში – 15, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 9, მცხეთა მთიანეთსა და გურიაში 2-2.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 350 კბმ ხე-ტყე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო ჭრის 5 ფაქტი და მათი უკანონოდ ტრანსპორტირების 3 ფაქტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,