

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021-ის“ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 890 ათასი ლარი გამოეყო.
სოფლებში ჩატარებული კრებების შედეგად 156 პროექტი შეირჩა.
დავინტერესდით, როდის დაიწყება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, პეტრე შარიქაძის, ინფორმაციით, პროექტებზე მუშაობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.
„ველოდებოდით მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს უფლება ეძლევათ პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სამშენებლო მასალები, სამუშაოები და ამ სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციია გამარტივებული წესით შეისყიდონ.
აღნიშნული – #658 განკარგულება საქართველოს მთავრობამ 28 აპრილს მიიღო.
ხარაგაულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩიქიტიძის, ინფორმაციით, ამჟამად გამარტივებული შესყიდვებისთვის დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და შესყიდვები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
ფოტოზე: სოფლის საერთო კრება ღარიხევში
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში