ბოლო ოთხი დღის მონაცემებით, ხარაგაულში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულები ხიდარში, ვანში, ბორში, ვარძიაში, დაბა ხარაგაულსა და ჩხერში მაცხოვრებლები არიან.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, ინფიცირებულების დაავადების წყარო სააღდგომოდ თბილისიდან ჩამოსული სტუმრები არიან.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე ინფიცირების 616 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 555 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. იზოლაციაში 31 ხარაგაულელი იმყოფება.

ამჟამად ხარაგაულში 47 ინფიცირებულია, მათგან 4 საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები  ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

დღეს, 10 მაისს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოს თანამშრომლების კორონავირუსზე გეგმიურ, PCR ტესტირებას ჩააუტარებენ. ტესტირების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

კორონავირუსზე საბავშვო ბაღებისა და სკოლის თანამშრომლების გეგმიური ტესტირებები არდადეგების დასრულების შემდეგ განახლდება.