

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომში კაცობრიობამ უდიდესი ბოროტება დაამარცხა, ფაშიზმის სახით.
ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ომში – 700000 გაწვეულიდან 300 000-ზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა, 250 000 მებრძოლი დაჯილდოვდა სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით, 164 მებრძოლს მიენიჭა გმირის წოდება, მათ შორის 6 ხარაგაულის მკვიდრია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქედან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა, 798 დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიეძღვნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის სკოლის ისტორიის კლუბის (კურატორი ირმა ყრუაშვილი) წევრი VI-IX კლასის მოსწავლეების მიერ გამართული ღონისძიება „9 მაისი – გამარჯვების დღეა“.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ომში დაღუპული ქართველი გმირები, მათი მამაცობისა და თავდადების ამბები, მათ შორის ჩვენი სკოლის კედლებში მოღვაწე ვეტერანი-პედაგოგები, აწ გარდაცვლილი ვლადიმერ ბლუაშვილი, დიმიტრი ჭიპაშვილი და შოთა მესხი.
დასასრულ, მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,