

შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დაადგინოთ სად არის დარჩენილი თავისუფალი ადგილები Covid -19–ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად.
https://sadavicra.ge – საიტზე მონაცემები ავტომატურად ახლდება, შესაბამისად, მითითებულია საქართველოს რომელ რეგიონში და რომელ კლინიკაში რომელი და რა რაოდენობის ვაქცინაა დარჩენილი.
ვებგვერდი ეყრდნობა ოფიციალური საიტის www.booking.moh.gov.ge–ის მონაცემებს, შესაბამისად, აღნიშნულ საიტზე თავისუფალი ადგილების დათვალიერების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე და ვაქცინაცია დაჯავშნოს.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში შესაძლებელია Covid -19–ის საწინააღმდეგო 3 ტიპის ვაქცინით აცრა: Pfizer, Astra-zeneca, Sinopharm.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,