

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აპრილში, გაიზარდა და 120.9 ქულა შეადგინა.
აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 1.7%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს – 30.8%-ით აღემატება.
აპრილში, 3.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. ეს მონაცემი, 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს თითქმის 60%-ით აღემატება. მატების ძირითად მიზეზად ბრაზილიაში მოსავლის აღების პროცესში წარმოქნილი შეფერხებები და საფრანგეთში მოსავლის ყინვით დაზიანება განიხილება.
წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 1.8%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შორის – სოიოს, მზესუმზირის და პალმის ზეთს.
1.7%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო აზიაში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნით. ზრდა არ შეხებია ფრინველის ხორცის ფასებს.
1.2%-იანი ზრდა აჩვენა, რძემ და რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა. განსაკუთრებული მოთხოვნის ფონზე, გაზრდილია ყველის, კარაქისა და რძის ფხვნილის ფასების ინდექსი.
მოიმატა მარცვლეულის ფასების ინდექსმაც, რომელმაც მარტში 1.8%-იანი კლების ტენდენცია აჩვენა. მარტისგან განსხვავებით აპრილში, მარცვლეულის ფასები 1.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები, გასული წლის იმავე პერიოდს ნიშნულს, თითქმის 26-ით აღემატება. ზრდა, ძირითადად, სიმინდის ფქვილს შეეხო, რომლის ფასებიც 5.7%-ითაა გაზრდილი. ეს მონაცემი წინა წლის მაჩვენებელს – 66.7%-ით აღემატება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სხვადასხვა ქვეყნებში სურსათის უზრუნველყოფასა და მდგრად განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს უწყობს ხელს.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს