ეს ინფორმაცია ამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან როხვაძესგან მოვიპოვეთ.
„თეატრალური იმერეთი 2021“, სავარაუდოდ, 20 ივნისიდან დაიწყება, – ამბობს ლევან როხვაძე, – ფესტივალში იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი ყველა თეატრალური დასი ჩაერთვება.
ვფიქრობთ, რომ ამ საერთაშორისო ფესტივალში წელს მოვიწვიოთ პოლონეთის თეატრი, თუ მათი დასის წევრები კორონავირუსზე ვაქცინირებულნი იქნებიან.
თბილისიდან ორი კოლექტივი შემოგვიერთდება. წარმოდგენილი იქნება ავთანდილ ვარსიმაშვილის რეჟისორობით დადგმული თავისუფალი და თელავის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი. მეორე კოლექტივის ვინაობას ფესტივალის დაწყებამდე სიურპრიზად ვიტოვებ.
სპექტაკლები ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრის დარბაზში კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება. 400 კაციან დარბაზში 180 მაყურებელზე მეტი არ დაიშვება. იმედია, ივნისში ეპიდვითარება მოგვცემს სპექტაკლების დარბაზში ჩატარების შესაძლებლობას. სიტუაციის გართულების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ღია სივრცეში ფესტივალის ჩატარების გამოცდილება.
წელს, 2020 წლისგან განსხვავებით, გვეყოლება ჟიური, რომელიც გამარჯვებულებს 11 ნომინაციაში დაასახელებს. სიახლეა ის, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე ნომინაციას დააწესებს და თავის რჩეულ თეატრალურ დასს სოლიდურ ფულად ჯილდოს გადასცემს“.
იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით „იმერული რექვიემი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) წარსდგება. მანამდე ამ სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში შედგება.
თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან – საქართველოს კულტურის სამინისტრო, თეატრალური საზოგადოება, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები, ქალაქ ქუთაისის მერია.
2021 წელს ფესტივალი მეთორმეტედ გაიმართება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე და „თეატრალური იმერეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან როხვაძე, 2015 წ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.