ფესტივალ „თეატრალური იმერეთის“ დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სპექტაკლები ღია სივრცეში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის ეზოში გაიმართება.
-კორონავირუსის პანდემიის გამო გადავწყვიტეთ, რომ იმერეთის თეატრალურმა დასებმა საკუთარი შემოქმედება ალტერნატიულ სივრცეში წარმოადგინონ, – ამბობს მაია პაქსაშვილი, – წელს ფესტივალს კონკურსის სახე არ ექნება.
თუმცა, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, ოქტომბრის ბოლოს, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან ერთ პიროვნებას თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „თეატრის ამაგდარის“ წოდება მიენიჭება“.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ფესტივალზე სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ წარდგება (რეჟისორი ირინე ჩხეიძე).
„პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ჩვენი გეგმები შეცვალა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლი „იმერული რექვიემი“ უნდ გვეთამაშა, მაგრამ ღია სივრცეში „დარისპანის გასაჭირის“ წარდგენა უფრო გაგვიადვილდება. ახალ სპექტაკლზე მუშაობას ვაგრძელებთ და როგორც კი დარბაზში თამაშის ნებას დაგვრთავენ, ხარაგაულში პრემიერას გავმართავთ“.
ტრადიციული ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ წელს მეთერთმეტედ ტარდება.
ფოტოზე: სცენა ხარაგაულის თეატრის სპექტაკლიდან „დარისპანის გასაჭირი“
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.