

დღეს, 30 აპრილს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ინიციატივით, ხარაგაულის ტაძარში უკიდურესად შეჭირვებულ ხარაგაულელებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეკონომოსის დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ინფორმაციით, პროდუქტების ნაკრები 50-დე ხარაგაულელს გადაეცემა.
„მეშვიდე წელია მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, არა მხოლოდ სააღდგომოდ, საქველმოქმედო აქციები იმართება.
წელს სააღდგომოდ ეპარქიაში დაახლოებით 200-მდე ოჯახს დავეხმარებით. დღეს მოწყალების გაცემა ასევე მიმდინარეობს ზესტაფონის საკათედრო ტაძარში. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ეკლესიამ ბზობის დღესასწაული იზეიმა, მეუფის კურთხევით, ბზის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გაჭირვებულ მოსახლეობას მოხმარდება,“ – ამბობს დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).
სააღდგომო პაკეტში შედის ზეთი, შაქარი, ფქვილი, პასკა, მარილი და 10 ცალი კვერცხი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,