

ხარაგაულში, უკვე მეათე წელია, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო იმართება.
12 საათზე შეიკრიბნენ ხარაგაულის რკინიგზის სადგურთან შობის დღესასწაულის მახარობლები, – ხარაგაულის ეკლესიის მრევლი, მგალობლები, ეკლესიის მოძღვარი მამა ანდრია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შობის დღესასწაულის მახარობლებმა ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა საეკლესიო დროშებით, საჩუქრებით დატვირთული ურმითა და გალობით ჩაიარეს.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საჩუქრები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა. გარდა ამისა, ალილოს მონაწილეებმა და გზადაგზა შემხვედრმა ხარაგაულელებმა თავადაც გაიღეს წვლილი საჩუქრების შეგროვებაში.
რეგენტი თორნიკე ბაკურაძე ყველას ულოცავს შობას და ამბობს, რომ ეს დღე არის უმთავრესი საეკლესიო დღესასწაული: „მიხარია, რომ ვმონაწილეობ ალილოში, თუმცა იმაზე მწყდება გული, რომ ცოტა ხალხი მონაწილეობს“, – ამბობს თორნიკე ბაკურაძე.
„გილოცავთ, – ქრისტე იშვა ბეთლემასაო… სახარებას ვკითხულობ, ლოცვებს. უფალი მწამს და მინდა, მეც მივიღო მონაწილეობა ალილოში, – ამბობს ცაცა გუდაძე, – მთლიანად მსვლელობაში მონაწილეობას ვერ შევძლებ. ამიტომ გამოვედი, რათა მახარობლები გავაცილო.“
მამა ანდრია, ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარი: –ღმერთმა დალოცოს ხარაგაული და ხარაგაულიდან დაწყებული, მთლიანად საქართველო. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს.
ღმერთმა ქნას და ჩვენც ნება მივცეთ საკუთარ თავს, რომ ჩვენს გულებში იშვას უფალი იესო ქრისტე, რათა ჩვენში შემოვიდეს სიყვარულის დიდი ძალა, მადლი და წყალობა ღვთისა.
ყველას გილოცავთ, გახარებულები იყავით.
ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად დაგასწროთ მრავალ შობა-ახალ წელს.
ლაურა გოგოლაძე
შოთა ლომიძის ფოტოები
(ფოტოს გასადიდებლად დააკლიკეთ ფოტოზე)
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების