

ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, უახლოეს ხანში მარელისსა და საბეში სასოფლო ბიბლიოთეკების ფუნქციონირება აღდგება.
„დაახლოებით ოცი წელია, რაც სასოფლო ბიბლიოთეკები დამსხვილდა და ადმინისტრაციულ ცენტრებში განთავსდა. საბისა და მარელისის მაცხოვრებლებმა წიგნადი ფონდი სარგვეშსა და ლეღვანში არ გადაატანინეს. ეს წლებია მარელისისა და საბის ბიბლიოთეკარები – ნაილი მაღრაძე და ლიანა ყიფიანი უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ემსახურებოდნენ მსურველებს, უვლიდნენ წიგნად ფონდს და არაჩვეულებრივად შეინარჩუნეს. კარგ მდგომარეობაშია ბიბლიოთეკების შენობები,“ – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი.
მისივე თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საიმისო სახსრები დაგეგმა, რომ მარელისსა და საბეში ბიბლიოთეკები აღდგეს. ამჟამად მარელისისა და საბის ბიბლიოთეკებში ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულებისთანავე ბიბლიოთეკარები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,