

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში კორონავირუსზე გუშინ გაკეთებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე სულ 600 პირი დაინფიცირდა. მათგან 547 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. ამჟამად თვითიზოლაციაში 134 პირი იმყოფება.
დღეს კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ხარაგაულის#1, #2, წყალაფორეთის, ვახანის, ლეღვანის, წიფისა და ზვარის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარდა. ყველა მათგან PCR ტესტი გაუკეთდა, რომლის პასუხები 29 აპრილს გახდება ცნობილი.
ამჟამად ხარაგაულში 39 ინფიცირებულიდან 11 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში