
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე და სკოლებმა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეძლონ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას გულისხმობს.
რეკომენდაციის მიხედვით, სკოლას საშუალება აქვს საორგანიზაციო და შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები განახორციელოს სკოლისა და კლასის/კლასების საჭიროებიდან გამომდინარე.
სკოლა/კონკრეტული მასწავლებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, შემცირებული სასწავლო დღეების პირობებში და სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების გათვალისწინებით, რომელი საკითხები ამოარჩიოს და როგორი ფორმატით გაიაროს მოსწავლეებთან.
იმისთვის, რომ მასწავლებელი დარწმუნდეს, მოსწავლემ ნამდვილად გაიაზრა თუ არა ესა თუ ის საკითხი, მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის წარმართვა კომპლექსური დავალებების მეშვეობით მოხდეს. შემცირებული საგაკვეთილო საათების პირობებში კი რეკომენდაციაა, მასწავლებელმა ისეთი კომპლექსური დავალება შეარჩიოს, რომლითაც 2-3 საკითხს დაფარავს. კომპლექსურ დავალებებს, მასწავლებლის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს შემაჯამებელი დავალების სტატუსი.
კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ სკოლებში დაბრუნების შემდეგ იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ონლაინ სწავლებაში ნაკლებად ერთვებოდნენ, მასწავლებლები დამატებით მეცადინეობებს ატარებენ.
„ხვალ პედაგოგებთან თათბირი მექნება, სადაც სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს განვიხილავთ და პედაგოგების მოსაზრებებს მოვისმენ, სავარაუდოდ, მაღალი კლასებისათვის შემაჯამებელ დავალებებსა და ტესტირებებს ჩავატარებთ,“ – ამბობს თამარ წიწილაშვილი.
„სავარაუდოდ, არდადეგების შემდეგ სწავლა შაბათსაც მოგვიწევს, სხვანაირად ამ დროის ანაზღაურება შეუძლებლად მიმაჩნია. მეთორმეტე კლასს 20 მაისს დავითხოვთ. ამ კლასში სასწავლო პროგრამის ამოწურვა როგორ მოხერხდება არ ვიცი,“ – ამბობს ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე.
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.