
ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებიუკვე დასრულებულია, – ამბობს მშენებელი ორგანიზაციის – შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი ლევან ტრაპაიძე, – ამჟამად ბოლო აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზებს ვასწორებთ. საუბარია, რომ ჩვენი კომპანნიის მიერ ამ გზაზე დამატებით მგზავრთა მოსაცდელები აშენდეს. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის დასრულების ვადა გადაიწევს. პროექტი გაჩერებების ნაწილის მშენებლობას ითვალისწინებდა, პროექტის მიმდინარეობისას გაჩნდა ეკონომიები და დამკვეთს უნდა, რომ ამ თანხებით გაჩერებები დამატებით მოვაწესრიგოთ, თუმცა ეს საკითხი, ჯერჯერობით, განხილება.
შეგახსენებთ, რომ ღორეშა-ბაზალეთის საავტომობილო გზის მშენებელ კომპანიას ხარაგაულიდან ბაზალეთამდე მისასვლელი ავარიული გზის რეაბილიტაციაც დაევალა.
ამისთვის დამკვეთმა – მუნიციპალური განვითარების ფონდმა – დამატებით 93 994 ლარი გამოყო.
ხანდები-ბაზალეთის 800 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
ფოტოზე: ღორეშა-ბაზალეთის გზაზე არსებული მოსაცდელი
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.