

საქართველოში ბოლო პერიოდში სახეზეა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა.
ამასთანავე იზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. აქედან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები:
სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე. საქართველოს საპატრიარქოსთან კოორდინაციით, ეპიდემიოლოგიური ნორმების მკაცრი დაცვა მოხდება. ტაძრებში დამონტაჟდება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება მაისის განმავლობაშიც სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით იქნება საწოლფონდი, მედიკამენტები, ჟანგბადის აპარატები და ტესტები. ქვეყანა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად არის.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.