
საქართველოს მოსახლეობას აღდგომის დღესასაწაულის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ამ ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ სურთ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ არ იყოს დამატებითი იმპულსი ქვეყანაში ინფექციის გავრცელების.
„ამ ეტაპზე ქვეყანაში 5 ათასი საწოლფონდია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში კიდევ დაემატება საწოლების რაოდენობა. ტესტებიც საკმარისი რაოდენობით გვაქვს. დღეს 400 ათასი ტესტი უნდა შემოვიდეს საქართველოში. შესაბამისად, ამ კუთხით დეფიციტი არ შეიქმნება – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, – ვაქცინაციამ მეტი თავისუფლება მოიტანა.
ამის მაგალითია ისრაელი, სადაც პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ არის. ინდური შტამი, ეს არის ჩვეულებრივი მუტაცია. ბრიტანულ შტამთან შედარებით კიდევ უფრო მეტი მუტაციაა მასში.
ინდოეთში ორი ვაქცინით მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესი – ასტრაზენეკათი და ინდური ვაქცინით. კვლევებით დადგინდა, რომ ორივე ვაქცინა ეფექტურია.
ხშირად სვამენ შეკითხვას – ინდოეთში ძალიან ბევრი აიცრა და რატომ ინფიცირდება ამდენი ადამიანი? ინდოეთში რომ აიცრა 100 მილიონი ადამიანი, ეგ ისეთივეა, საქართველოში 3 ათასი რომ აიცრას.
პრობლემა იქ გვარდება, სადაც მოსახლეობის 60% აიცრება. საქართველო დედამიწის ნაწილია. ინდური შტამი თუ ყველგან გავრცელდა, მათ შორის საქართველოც მოხვდება“.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო