

კორონავირუსით ინფიცირებული საქასრიაში მცხოვრები მამაკაცი თერჯოლის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების შემთხვევები ვახანში, ბაბში, ღორეშასა და საქარიქედში გამოვლინდა. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე სულ 600 პირი დაინფიცირდა. მათგან 547 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. ამჟამად თვითიზოლაციაში 136 პირი იმყოფება.
დღეის მდგომარეობით, 39 ინფიცირებულიდან 11 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
დღეს კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ძირულას ხეობაში მოქმედი საბავშვო ბაღების (ხევი, ნადაბური, ხუნევი, გედსამანია, ვერტყვიჭალა, ბორითი), ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომლებს უტარდებათ. ყველა მათგანს PCR ტესტი გაუკეთეს. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,