

ხარაგაულში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი უკვე ინფიცირებულთა ოჯახის წევრია.
ახალი შემთხვევები დეისში, ანეულასა და კიცხში დადასტურდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე 594 შემთხვევაა, მათგან 545 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
თვითიზოლაციაში 163 ადამიანი იმყოფება.
36 აქტიური შემთხვევიდან შვიდი ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ექიმები დღეს კორონავირუსსზე გეგმიურ ტესტირებას ძირულას ხეობის სოფლების სკოლების თანამშრომლებს ჩაუტარებენ.
გუშინ, 21 აპრილს, გეგმიური ტესტირება კიცხის, ბორის ლეღვანისა და მარელისის სკოლების პედაგოგებს ჩაუტარდათ. როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,