ხარაგაულში საბიბლიოთეკო კვირეული 23 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება.

კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები დაგეგმილია ხარაგაულის ცენტრალურ, საბავშვო და სასოფლო ბიბლიოთეკებში.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საბიბლიოთეკო მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ლურსმანაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ღონისძიებები, პანდემიის გამო, უმეტესად ღია სივრცეში გაიმართება.

23 აპრილი
მარელისის ბიბლიოთეკა – თემატური საღამო – „წიგნი სამყაროს კარიბჭეა“.

24 აპრილი
საბეს ბიბლიოთეკა – თემატური საღამო – „რა ლამაზია ჩემი სოფელი“.

26 აპრილი
ნადაბურის ბიბლიოთეკა – თემატური საღამო – „წიგნიერება ჩვენი სიძლიერეა“;
ვახანის ბიბლიოთეკა – გალაკტიონ ტაბიძე -130 – „სიტყვა არ წამოგდეს, რომ შენ დაიღალე“;
ლაშის ბიბლიოთეკა – შეხვედრა აქტიურ მკითხველებთან.

27 აპრილი
ცენტრალური ბიბლიოთეკა – მამუკა ჭიპაშვილის წიგნის  -„ამბები გვერდითი მოვლენების გარეშე“ – პრეზენტაცია;
ხევის ბიბლიოთეკა – ვაჟა ფშაველა-160 – პოეზიის საღამო;
სარგვეშის ბიბლიოთეკა – შეხვედრა აქტიურ მკითხველებთან;
წიფას ბიბლიოთეკა – გალაკტიონ ტაბიძე-130 – პოეზიის საღამო;
მოლითის ბიბლიოთეკა – გალაკტიონ ტაბიძე-130 – პოეზიის საღამო.

28 აპრილი
საბავშვო ბიბლიოთეკა – „ანა გოგოს ზღაპრები“-ს ავტორთან ანა ჭუმბურიძესთან შეხვედრა;
ღორეშის ბიბლიოთეკა – შიო მღვიმელი-155  – „კვლავ დავესწარი გაზაფხულს“;
ბორითის ბიბლიოთეკა – გალაკტიონ ტაბიძე-130 – პოეზიის საღამო;
საღანძილის ბიბლიოთეკა – გალაკტიონ ტაბიძე-130 – პოეზიის საღამო.

29 აპრილი
პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკა – თემატური საღამო – „დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“;
ბაზალეთის ბიბლიოთეკა – პოეზიის საღამო – „გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში“.

30 აპრილი
ლეღვნის ბიბლიოთეკა – ვაჟა ფშაველა-160 – „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“.