ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მდგომარეობის შესახებ 21 აპრილს გამართულ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ბიუჯეტის შესრულება არადამაკმაყოფლებელია.
„ისე როგორც ყოველთვის, პირველი კვარტალი მძიმეა საბიუჯეტო ცხოვრებისათვის და არც ეს წელია გამონაკლისი. შემოსავლები შესრულებულია 83.3%-ით.
შემოსავლების არც ერთი გეგმა არ შესრულდა, გარდა არაფინანსური აქტივებისა, ეს ძალიან ცოტაა. არ შესრულდა შემოსავლები ჯარიმებიდან, ასევე – ჩვენი ბიუჯეტისათვის გადამწყვეტი, დღგ-ს შემოსავლები. დამატებითი ღირებულების გადასახადისა სახით სახელმწიფოდან 1 657 00 ლარი უნდა მიგვეღო, ამის ნაცვლად 1 250 000 ლარი მივიღეთ.
დღგ-ს შემოსავლების კლება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია,“ – აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილმა.
„გარკვეული თანხა სოციალური მიმართულებითაც აუთვისებელია, მიზეზი წინასწარ გაცემული საგარანტიოებია – განმარტა ბიუროს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, – შესრულება ეტაპობრივად მოდის საავადმყოფოებიდან. ასევე არ გაცემულა თანხა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე. სოციალურ სამსახურში უამრავი განცხადებაა დაგროვილი, ვინაიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილება შევიდა, განცხადებების ხელახალი გადამოწმების საჭიროება დადგა. ცვლილების შედეგად, სტიქიის თანხის გასაცემად დასკვნა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში. განცხადებების გადამოწმებას დრო სჭირდება.
ინფრასტრუქტურის ნაწილში შეუსრულებლობის ძირითად მიზეზად უამინდობა სახელდება, მაგრამ ეს საბიუჯეტო წლის დასაწყისია. იყო ზამთარი და, აქედან გამომდინარე, გაძნელდა სამუშაოები. თუმცა ინფრასტუტქტურული პროექტები არის დაკონტრაქტებული, გარდამავალი და მიმდინარეობს მუშაობა.
ინფრასტრუქტირის ნაწილში 2 748 100 ლარიდან გახარჯულია 642 300 ლარი. ეს წინა წელთან შედარებით 96 700 ლარით მეტია. აქ არის მხოლოდ საკასო ხარჯი. რეალურად სამუშოს მოცულობა და შესრულება უფრო წინაა“.
ვარლამ ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტის შესრულებლის მაჩვენებლები სასიკეთოდ შეიცვლება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი