
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები, როგორიცაა: გადაადგილების აკრძალვა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში და პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, ძალაში რჩება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტებისა და ქვეყანაში შემოსული პირების თვითიზოლაციის კონტროლი.
კვების ობიექტები შაბათ-კვირას კვლავ გატანის სერვისზე იმუშავებენ. ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების კონტროლი კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება ქვეყანაში.
„საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს კერძო და საჯარო სექტორს, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
იმ საწარმოებში, სადაც გამოვლინდება კორონავირუსის შემთხვევები, გამკაცრდება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება თანამშრომელთა აქტიური ტესტირება.
ხანდაზმულ პირებს, რომლებიც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან, ვთხოვთ აუცილებელი საჭიროებების გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას და დარჩნენ სახლში.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზომების გამკაცრება, უნდა დავიცვათ რეგულაციები – გამოვიყენოთ პირბადე და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს“, – ამბობს გიორგი ღიბრაძე.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში გაფართოვდება ტესტირება. განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში.
„აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაულია. ზეიმი რელიგიურ და სოციალურ გარემოში კარგია, მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური კუთხით გამოწვევაა, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, – მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები, რომ მაისში ეპიდვითარება არ გართულდეს“.
„მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ მზის სხივი კორონავირუსზე უარყოფითად მოქმედებს, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, – აქედან გამომდინარე, აპრილის ბოლოსა და მაისი დასაწყისში მოსალოდნელი პიკი არ იქნება ისე რთული, როგორც ნოემბერ-დეკემბრის თვეში გვქონდა.
ეპიდვითარება კიდევ უფრო მეტად რომ არ გართულდეს, აუცილებელია დავიცვათ რეგულაციები, რომელთა შეხსენებითაც უკვე თავი მოგაწყინეთ. ვაქცინაციის პროცესი 30 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდში შეწყდება. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფაიზერის ვაქცინით არის აცრილი, მინდა ვუთხრა, რომ თქვენი მეორე დოზა არ დაკარგულა. ის ყველასთვის შენახულია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის