
რამდენად კარგია ჩვილების სახლში დარჩენა მამებთან? რა სარგებელი მოაქვს გენდერულ თანასწორობას? რამდენად კეთილშობილურია მთავრობის მიერ შვედი მშობლებისთვის შეღავათების გადახდა? რა არის კერძო კომპანიების მოტივაცია, რომ წვლილი შეიტანონ ამ ყველაფერში?
კავკასიური ჟურნალი ამ საკითხების შესახებ აქვეყნებს ინტერვიუს შვედეთის სოციალური დაზღვევის სააგენტოს (Försäkringskassan) ოჯახის ეკონომიკის სპიკერი ნიკლას ლოფგრენსა და ტიინა ბრუნოსთან, უფროსი მრჩეველი და გენდერული თანასწორობის გაზრდის, სოციალური მდგრადობის და კომპანიებსა და საზოგადოებებში ჩართულობის ლექტორი, საკონსულტაციო ფირმის Föräldrasmart Sverige- ის აღმასრულებელი დირექტორი და კონცეფციის – Parentsmart Employers – დამფუძნებელი.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი:
შვედეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც შემოიტანა დეკრეტული შვებულება, რაც ორივე მშობელს აძლევს ბავშვთან დროის გატარების თანაბარ შესაძლებლობას. როგორც მახსოვს, რომ ეს მოხდა 1974 წელს, მართალია? რამდენიმე წელიწადში თქვენ აღნიშნეთ ამ რეფორმის 50 წლისთავი, რომელიც რევოლუციური ჩანს, დღევანდელი სტანდარტებისთვისაც კი. რამდენად ეფექტური იყო ეს წლების განმავლობაში?
– ნიკლას ლოფგრენი: 1974 წლის რეფორმის შემდეგ, თავდაპირველად მამაკაცები შვედეთში თავს არიდებდნენ დეკრეტული შვებულების გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ მისი გამოყენების შესაძლებლობა. უფლებები თანასწორია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეგეძლო ეს უფლება მეორე მშობლისთვის გადაგეცა, რისი გაკეთებაც მამაკაცებს ხშირად სურდათ. პირველ წელს შვებულების ყოველი დღის 99,5% აუნაზღაურდათ ქალებს და მხოლოდ, 0,5% – მამაკაცებს. ამ შესაძლებლობის თანაბრად გამოყენების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობდა და 20 წლის შემდეგაც განაწილება იყო 90/10-ზე. სწორედ ამიტომ, მთავრობამ შემოიღო 30 დღე, რომელიც უნდა გამოიყენოთ საკუთარი თავისთვის, როგორც მშობელმა. ეს იყო “გამოიყენეთ ან დაკარგეთ“ 30 დღე. რეფორმისთვის ეს იყო მცირე ბიძგი, რამაც უფლებების თანაბარი გამოყენებისკენ პროცესი უფრო დააჩქარა. წლიდან წლამდე, უფრო მეტი ბავშვი ატარებდა მამასთან დროს და უფრო დიდი ხნით.
ფიქრობთ, რომ შვედეთის მიზანი იყო თანასწორობა აღზრდაში ჩართულობის კუთხით, ან შობადობის ამაღლება? რამდენად მიაღწიეთ თქვენს მიზნებს? რა სოციალური შედეგები გამოიღო ამ პროცესებმა?
– მთავარი მიზანი წარმოადგენდა ორივე მშობლისთვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას, სამსახურეობრივი ცხოვრება შეეთავსებინათ საოჯახო ცხოვრებისათვის. ჩემი აზრით, შედეგი არის ის, რომ შრომით ბაზარზე დიდი ნაწილი ქალები გვყავს – შესაძლოა, რეალურად, ეს მაჩვენებელი, მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაც შეიცვალა, ამიტომ დღეს ნორმაა, რომ ყველა მამა სახლში რჩება, მშობლების დეკრეტული შვებულების გამოყენებით.
მსოფლიოში შვედი მამები დეკრეტის ყველაზე მეტ დღეებს იყენებენ – დაახლოებით 120 დღეს. მამების დაახლოებით 90% იყენებს დეკრეტულ შვებულებას.
შვედეთში დეკრეტული შვებულება ორივე მშობლისთვის 1974 წელს შემოვიღეთ და თავიდანვე იდეა იყო ის, რომ ამ შესაძლებლობას ქალები და კაცები თანაბრად უნდა იზიარებდნენ, მამებიც უნდა იყვნენ სახლში მცირეწლოვან ბავშვებთან და დედებმაც უნდა იმუშაონ. დასაწყისში, უმეტესწილად დედები იყენებდნენ „მშობლების დაზღვევას“, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს 70/30 თანაფარდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დედები იყენებენ შვებულების 70%-ს, ხოლო მამები – 30%-ს. ასე რომ, განვითარება შესაძლოა ნელა, მაგრამ სწორი მიმართულებით მიდის.
მსოფლიოში შვედი მამები დეკრეტის ყველაზე მეტ დღეებს იყენებენ. თითოეული მამა დეკრეტული შვებულებიდან დაახლოებით 120 დღეს იყენებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მამების დაახლოებით 90% სარგებლობს დეკრეტული შვებულებით.
რეფორმების შედეგად, შვედეთს შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპის მასშტაბით – დაახლოებით 1,9 შობადობა თითოეულ ქალზე.
მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო რეფორმის დაწყებამდე. 50-იან და 60-იან წლებში ნორმა იყო, რომ მამაკაცები მუშაობდნენ, ქალები კი ბავშვებთან ერთად სახლში რჩებოდნენ. 1950-იანი წლების ბოლოს შვედეთში დაახლოებით მილიონამდე დიასახლისი გვყავდა. ახლა ტერმინი „დიასახლისი“ შვედეთში აღარ არსებობს.
ვრცლად ინტერვიუს გაეცანით კავკასიურ ჟურნალში.
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა