

ინფიცირებულთა რიცხვი ხარაგაულში ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 586-მდე გაიზარდა. მათგან 545 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევები საქასრიაში, კიცხსა და საქარიქედში დაფიქსირდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 158 პირი. შეგახსენებთ, რომ საქასრიაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების გამო, (16 ინფიცირებული) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულმა სამმართველომ სოფლის 12 დღით იზოლაციის რეკომენდაცია გასცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად კორონავირუსის 28 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან 5 პაციენტი საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო დანარჩენი სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობენ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსზე პედაგოგთა მორიგი ტესტირება დაიწყო. დღეს, 19 აპრილს, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდათ დაბა ხარაგაულის, ვარძიის, ხიდრისა და წყალაფორეთის სკოლების თანამშრომლებს. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება მომავალი კვირიდან დაიწყება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,