

ხვალ, 16 აპრილს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ხარაგაულის მომსახურების ცენტრის ტექნიკურ სამსახურს დაგეგმილი აქვს სამუშაოები 10 კვტ ქსელის რეაბილიტაციისთვის, რის გამოც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
ძველი სადენების შეცვლის მიზნით 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს დაბა ხარაგაულში კიკნაძის, სოლომონ მეფის ქუჩებზე და სოფლებში – ჯაფაროული, ჩხერი, ბაზალეთი (ნაწილობრივ).
სამუშაო მონაკვეთის ქსელიდან დროებით ჩახსნისა და მოგვიანებით – მიერთების მომენტში – დენი 11:00-დან 11:30 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე გაეთიშებათ მომხმარებლებს დაბა ხარაგაულსა და სოფლებში – ფარცხნალი, ისლარი, ღუდუმექეთი, ბაზალეთი.
დაზიანებული საყრდენების შეცვლაა დაგეგმილი სოფელ ლაშეში, რისთვისაც 11:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდება სოფლებს ლაშე, ღვერკი, ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ხემაღალი, იგორეთი.
სამუშაო მონაკვეთის ქსელიდან ჩახსნა-მიერთების დროს 11:00-დან 11:30 საათამდე და 13:00-დან 14:00 საათამდე დენი გაითიშება სოფლებში თეთრაწყარო, ახალსოფელი, საქარიქედი, კიცხი, ნადაბური.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,