

დღეს, 14 აპრილს, ხარაგაულის სპორტსკოლაში მუნიციპალიტეტის ღია პირველობა გრეჰეტბოლში ჩატარდა.
ჩემპიონატში 2004-2007 წლებში დაბადებული 14 მოზარდი მონაწილეობდა.
პირველ ადგილზე ლუკა გოგოლაძე გავიდა, მეორე ადგილი გიორგი ბუაჩიძემ, ხოლო მესამე ადგილი შოთა ვეფხვაძემ დაიკავა.
გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
„გრეჰეტბოლი – ფრენბურთი ფეხით. ამ სპორტის სახეობაში გაერთიანებულია ფეხბურთის, ჩოგბურთისა და ფრენბურთის ელემენტები, – ამბობს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ფეხბურთის სექციის მწვრთნელი გოჩა გელაშვილი, – სპორტის ეს სახეობა საქართველოში შედარებით ახალი თამაშია.
გრეჰეტბოლი ნაკლებ კონტაქტური სპორტია, ამიტომ სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრი პანდემიიდან გამომდინარე შევარჩიეთ“.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.