„ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი…“ – ნოდარ დუმბაძის ამ სიტყვებით დალოცა საახალწლო კონცერტის წამყვანმა ბათუ კიკნაძემ დღეს, 3 იანვარს, ხარაგაულის კულტურის სახლში შეკრებილი ხარაგაულელები.

საახალწლო ზეიმში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები), ფოლკლორის სახლთან მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი (ხელმძღვანელი რომან ბუაჩიძე), ანსამბლები „საუნჯე“ და „კახორი“ (ხელმძღვანელი დალი მაღრაძე, ლოტბარი მაია მაღრაძე), ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი (ხელმძღვანელი გიორგი  ჩოგოვაძე), ინდივიდუალური შემსრულებლები: ირინე ჩხეიძე და ვასილ კიკნაძე, სალომე კვირიკაშვილი, თამარ და თინათინ ლურსმანაშვილები, მადონა შველიძე.

კონცერტის ბოლოს მაყურებელს მიესალმნენ და ახალი წელი მიულოცეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ.

საახალწლო ზეიმს ესწრებოდა იმერეთის ვიცეგუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს საახალწლო ზეიმიდან.

ლაურა გოგოლაძე

შოთა ლომიძის ფოტოები

(ფოტოს გასადიდებლად დააკლიკეთ ფოტოზე)