დღეს, 14 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებსა და ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრში შეკრებილ სკოლების დირექტორებს ამ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამული კუჭუხიშვილი და საბაზისო განათლების კოორდინატორი ნატალია ქობულაძე შეხვდნენ.
შეხვედრაზე პროფესორმა მამული კუჭუხიშვილმა აღნიშნა, რომ სკოლებთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიან სასწავლო პროგრამაზე სწავლობენ, პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლებში გაივლიან. ეს იქნება ერთწლიანი პრაქტიკა, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტებმა სამაგისტრო შრომები უნდა დაიცვან. ამ შრომისთვის საჭირო მასალები კი მათ ადგილზე, სკოლებში კვლევის საფუძველზე უნდა მოამზადონ.
300 კრედიტიანი სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტში მასწავლებლის პროგრამის კურსდამთავრებულები რეალურად შეძლებენ სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლების დირექტორებმა – ლენა აბაშიძემ და ვერა ოდიკაძემ აღნიშნეს, რომ სტუდენტების მხრიდან სკოლებში პრაქტიკული კვლევებისას მეტად გამოჩნდება სკოლის საჭიროებები, მათი დაძლევის გზები და სასკოლო ცხოვრების გაჯანსაღების შესაძლებლობები.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი