

კოვიდინფიცირებული ქალი სოფელ საქასრიაში ცხოვრობს და ის ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე სულ ინფიცირების 567 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 541 გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 49 პირი იმყოფება.
ამჟამად 13 ინფიცირებულიდან საავადმყოფოში 4 პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
დღეს კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაბა ხარაგაულის, ლეღვანის, წყალაფორეთის, საღანძილისა და წიფის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. სწრაფი ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. PCR ტესტების პასუხები ხუთშაბათს გახდება ცნობილი.
უარყოფითია ძირულას ხეობის სკოლებისა და ბაღების თანამშრომლების როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტების პასუხები.
covid-19-ზე გეგმიური PCR ტესტირება ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში გუშინ, 12 აპრილს, ჩატარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, რადგან ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მძიმდება. პირბადის ღია და დახურულ სივრცეებში ტარება, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა აუცილებელია.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,