

„საქართველოში, ყველა ინდიკატორით, ეპიდვითარება რთულდება, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, – ქვეყანაში ამჟამად 10 საკმაოდ მოზრდილი კლასტერი არსებობს.
ასევე იზრდება ახალი ე.წ. ბრიტანული შტამის გამოვლინებები. ამ დრომდე დაახლოებით 80 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. თუმცა ეს არის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები და რეალურ სურათს არ ასახავს.
ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის გავრცელების წინა ეტაპზე. დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. პირბადე ყველგან უნდა ვატაროთ. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი 51%-ია და ეს 90 %-მდე უნდა გაიზარდოს.
კორონავირუსის პრევენციისთვის ასევე აუცილებელი პირობაა ჰიგიენისა და დისტანციის დაცვაც. თავი უნდა ავარიდოთ დიდ შეკრებებს. უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს. ქვეყანაში იმ ოდენობის ვაქცინა არსებობს, რაც მასობრივად აცრის საშუალებას გვაძლევს.
საქართველოში კორონავირუსი არ დამარცხებულა. ის კვლავ ცირკულირებს და სერიოზული გავრცელების ეტაპს მიაღწია. ამიტომ მოგიწოდებთ ვაქცინაციისაკენ, რათა საყოველთაო იმუნიტეტი გამომუშავდეს და ვირუსის გავრცელება შეფერხდეს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,