

გასართობმა ცენტრმა „ჰულა-ჰუპი“ ხარაგაულის კინოთეატრში საახალწლო ზეიმი გამართა.
გასართობი ცენტრის წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად ბევრი მხიარული თამაში, სიმღერა და ცეკვა შეასრულეს. ღონისძიების მონაწილეები სანტა კლაუსმა, ფიფქიამ, მიკი მაუსმა და სხვა ანიმაციურმა გმირებმა გაამხიარულეს.
ზეიმს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებით პატარებისათვის ხალისიანი საახალწლო განწყობის შექმნას შეეცადნენ: „ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ხელისუფლების წარმომადგენლები, კეთდება ამ პატარებისათვის. ბავშვები მოვიწვიეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცივე ტერიტორიული ერთეულიდან. ზეიმის შემდეგ მათ გადაეცემათ საჩუქრები. იმედი მაქვს, რომ ახალი, 2015 წელი, ამ ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის იქნება ბევრად უკეთესი, ხალისიანი და ლამაზი, ვიდრე იყო 2014 წელი.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,