

ამის გამო, მოლითის საბავშვო ბაღი დღეიდან 12 დღის განმავლობაში დაიხურება. კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა მოლითის საბავშვო ბაღის თანამშრომლის ოჯახის წევრსაც.
„გასული კვირის ოთხშაბათს, გეგმიურ ტესტირებაზე, მოლითის ბაღის ამ თანამშრომელის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე, – მას შემდეგ სიცხე მისცა და დღევანდელი ტესტირების შედეგად კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა“.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების პედაგოგებისა და თანამშრომლების მორიგ გეგმიურ ტესტირებას იწყებენ.
კორონავირუსზე დღეს ისინი ხარაგაულის #2 და #3, გიმნაზიის, კიცხის, ბორის, წყალაფორეთის, ვარძიისა და ხიდრის სკოლების თანამშრომლებს შეამოწმებენ. ხვალ მოლითის ზონის სკოლების პედაგოგები გაივლიან კორონავირუსზე გეგმიურ ტესტირებას.
სკოლების თანამშრომელთა მორიგი ტესტირება მომავალ ორშაბათს დასრულდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,