
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დღეიდან, 31 მარტიდან, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს რეგისტრაცია 5 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.
სწავლა აპრილში დაიწყება. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთთვიანია. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.
პროგრამაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სულ 5 სასწავლებელი – თბილისსა და იმერეთის რეგიონში.
კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:
შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი).
სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი პირები და სხვა.
2021 წლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და 6 სასწავლო დაწესებულებას შორის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება. მათ შორის, თბილისში 5 სასწავლო დაწესებულებასთან:
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია; შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA; ა(ა)იპ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია; ა(ა)იპ კოლეჯი იკაროსი; შპს ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგი და ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“. ასევე, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის იმერეთის ფილიალი.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმაა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505 ან ესტუმროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს ქ. თბილისში, შემდეგ მისამართებზე:
მოკლევადიანი კურსის გავლა შესაძლებელია პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებში:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“