ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა:
„ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა.
მე ვიქნები ძალიან მკაფიო. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს; ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა ამ გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მე წარვუდგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ეს ახლა არის საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში, ყველა სხვა საკითხზე მაღლა, აყენებს.
სამწუხაროა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. იყო რაღაცა ელემენტები, რომელზეც თანხმობას მივაღწიეთ – ეს შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას და ძალაუფლების გადანაწილებას. ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები საქართველოში არ არიან იმისათვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომლებსაც ევროკავშირი იყენებს.
ჩვენი მეთოდი არის მედიაცია. საქართველოს ლიდერები კომპრომისებზე უნდა წავიდნენ და ამ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს კომპრომისები სჭირდება, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. ძალიან მაღალ ამბიციებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან.
სამწუხაროდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დღეს არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ შეთანხმება მიღწეულიყო. მე მოვახსენე პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და ის გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის გადაიდგმება ის.
მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, – ვიცი, თუ რამდენად ელოდებოდით თქვენ, თუ რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. თუმცა, ასევე მე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის მსვლელობაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს და ასევე მედიას ჰქონდა ძალიან მაღალი დონე ამ პროცესის გაშუქების და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა.
ბრიუსელში რომ დავბრუნდები, ჩემ ამ დარწმუნებას ჩავიტან იქ, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, მოახერხებს რომ ეს ფურცელი გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ.
რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ გზის ყველა ნაბიჯზე“.
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო