ფაიზერით ვაქცინაცია საქართველოში სამშაბათს, 30 მარტს დაიწყება სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ფაიზერის ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის 70-80 გრადუსია საჭირო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ, შესაძლოა, ამ წლის მეორე ნახევარში ფაიზერის ახალი პარტია შემოვიდეს. მაშინ უკვე ცივი ჯაჭვის სისტემა გაფართოებული იქნება და ამაში კერძო სექტორიც ჩაერთვება.

„ამჯერად, ფაიზერის ვაქცინა 16 ათასი ადამიანისთვის არის შემოტანილი. ასტრაზენეკას რაც შეეხება, 43 200 დოზაა შემოტანილი, – – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მეორე ინექციის შუალედი ასტრაზენეკას შემთხვევაში 8-12 კვირაა, ხოლო ფაიზერის მეორე დოზა 21 დღეში კეთდება, – ამ ეტაპზე ასტრაზენეკას მომლოდინეა 2 ათასი ადამიანია, ხოლო ფაიზერის ვაქცინის – 9 ათასი.

ასტრაზენეკაზე ვაქცინაცია საქართველოს 24 ჰოსპიტალში ჩატარდება. „წითელი ჯვრის საზოგადოებისგან“ მივიღეთ დაპირება, რომ მოხალისეები ჩაერთვებიან იმ ხანდაზმული ადამიანების ინფორმირებაში, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ისინი ასევე დაგვეხმარებიან მოხუცთა სახლებშიც“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.