
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელი იზრდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირდა. იანვარში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75% იყო, ხოლო დღეს 43 %-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მანამ, სანამ ვაქცინაცია ფართომასშტაბიანი გახდება, კვლავ აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება.
„მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ დაგვემართოს ისე, როგორც ივნის-აგვისტოში, – როცა ვამბობდით, – „ქართველები რა მაგრები ვართ, კორონავირუსი დავამარცხეთ. ახლაც რთული ვითარებაა, ჩვენ მცირე ერი ვართ და კორონავირუსით ყოველდღიურად 6-10 ადამიანის გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა“.
საზოგადოებაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ანტიგენის სწრაფი ტესტები, რომლითაც ადამიანებს კორონავირუსზე ტესტავენ, სტერილიზირებულია ეთილენის ოქსიდში, რაც არის ძალიან საშიში ქიმიური ნივთიერება, კარცენოგენი, კიბოს გამომწვევი.
ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.
„ანტიგენის სწრაფი ტესტი ტარდება არა ორგანიზმში, არამედ მის გარეთ. სწრაფი ტესტისთვის ცხვირ-ხახიდან ნაცხს ჩვეულებრივი ტამპონით იღებენ. ამის შემდეგ სპეციალისტები ტესტს პატარა სინჯარებში აკეთებენ. ამით დგინდება, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს. ორგანიზმის გარეთ ტესტის კარცენოგენობიდან გამომდინარე რაიმე მომატებული რისკების განხილვა არასერიოზულია“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“