
„ჩვენი მიზანია მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია. ეს თუ ვერ მოვახერხეთ, პანდემია არ დასრულდება. ის გამოწვევები და სირთულეები, რაც მოსახლეობას დღეს აქვს, კარგა ხანს გაგრძელდება“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
„ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალება ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ. ინფექციური დაავადების დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოში 500 მილიონი ადამიანია აცრილი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით დაიწყო და ამ დრომდე 4 344 პირი აიცრა.
საზოგადოებაში ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართ უნდობლობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ახალციხეში ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ 25 მარტს საქართველოში ფაიზერის ვაქცინა შემოიტანეს.
უახლესი მონაცემებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში 11 273 ადამიანმა დაჯავშნა აღნიშნული ვაქცინა.
„ანაფილაქსიური გართულებები ნებისმიერ პრეპარატს შეიძლება რომ ჰქონდეს, – ამბობს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი მაია გოთუა, – მაგალითად, 2015 წელს საქართველოში ანაფილაქსიის 47 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს – 78.
ანაფილაქსიური გართულება შეიძლება გამოიწვიოს როგორც მედიკამენტმა, საინექციო საშუალებებმა, ვაქცინებმა, ასევე – მწერების ნაკბენმა და საკვებმაც. ვაქცინაციის დროს უნდა გამოირიცხოს შესაძლო მგრძნობელობა პოლიეთილენ გლიკოლისა და პოლისორბატების მიმართ. სწორედ ამიტომ, ალერგიულ პაციენტებს ვურჩევ, ექიმემთან შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ“.
„ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი,- ნებისმიერი ვაქცინა არის ბიოაქტიური პრეპარატი. მისი გამოყენება მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებასა და განსაკუთრებულ მიდგომას.
ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა ვიყოთ ადექვატური პასუხისთვის. ამასთანავე, მოსახლეობა გათვითცნობიერებული უნდა იყოს ვაქცინის სარგებელსა და უკუჩვენებაზეც. კოვიდვაქცინა ნებაყოფლობითია და არავინ არის იძულებული, ის გაიკეთოს“.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება