

დაჩქარებული, ერთდღიანი სერვისის მიღებას მომხმარებელი კვლავ სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეძლებს.
თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას – 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებენ, ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს – 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.
აღნიშნულ ფილიალებში შაბათ-კვირას, ისევე როგორც პანდემიამდე პერიოდში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარკვეული კატეგორიის სერვისების მიღება. მომსახურების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე: (http://psh.gov.ge/main/page/7/558)
იუსტიციის სახლებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან my.gov.ge
ელექტრონული სისტემა მომხმარებელს სერვისს ხუთ ენაზე სთავაზობს – დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.
იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოქალაქე:
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში ვიზიტისას, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,