

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტის II ეტაპის სამუშაოებისთვის ტენდერი 2 585 372 ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შპს-მ „ ჯი პი სი“ დააფიქსირა. კომპანია სამუშაოების შესრულებას 2 345 000 ლარად გეგმავს. ამჟამად შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვეული კომპანია ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს პატარა ხარაგაულის დასახლებაში ჩაატარებს.
ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლ და კ“ ასრულებს. სამუშაოები სათავე ნაგებობების, გაუსნებოვნების სისტემის, სამარაგო რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მოწყობას ითვალისწინებს.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,