
პირველი აპრილიდან მძღოლები ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.
24 თებერვლიდან სანომრე ნიშნის ასაღებად ავტომობილის დათვალიერება სჭირო აღარ არის. თუ სარეგისტრაციო მოწმობაში მონაცემები (ავტომობილის ფერი, ძრავის მოცულობა და ნომერი) შეცვლილი არ არის, სატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია მოხსნას ავტომობილს ძველი სანომრე ნიშანი, მიიტანოს მომსახურების სააგენტოში და აიღოს ახალი.
ძველი სანომრე ნიშნის გამოცვლა ასევე შესაძლებელია მობილური აპლიკაციით. მოქალაქემ უნდა გადმოწეროს აპლიკაცია და დარეგისტრირდეს. რეგისტრაციისას უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი.
აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია როგორც ფასიანი, ისე უფასო სანომრე ნიშნის შეძენა. ძველი სანომრე ნიშანი თუ ფასიანი იყო, ამას ახალი სანომრე ნიშნის თანხა გამოაკლდება. აპლიკაცია თავად დაითვლის, რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს მომხმარებელს.
მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სალომე ეპიტაშვილის თქმით, აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი თანხას ონლაინ გადაიხდის.
„მომხმარებელთა კომფორტული გარემოს შესაქმნელად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანომრე ნიშნის შეცვლა აპლიკაციითაც იყოს შესაძლებელი. ამით მომხმარებელთა რიგებს ავიცილებთ თავიდან, – ამბობს სალომე ეპიტაშვილი, – მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია იმ სტრუქტურული ერთეულის არჩევა, სადაც სურს ჩააბაროს ძველი და აიღოს ახალი სანომრე ნიშანი.
მომსახურების სააგენტოს, საქართველოს მასშტაბით, სულ 12 ასეთი ერთეული აქვს. ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის აღებას 70 ლარი სჭირდება. აქედან 35 ლარი სარეგისტრაციო მოწმობის ღირებულებაა, 35 ლარი – ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის. ფასიან ნომრებს რაც შეეხება, მათ მოქალაქე სასურველი კომბინაციით ადგენს და შესაბამისად იმ თანხას იხდის, რაც იმ ნომრისთვისაა გათვალისწინებული. აპლიკაციით შეკვეთის შემთხვევაში, ახალი სანომრე ნიშნის სარეგისტრაციო მოწმობის დამზადებას ოთხი სამუშაო დღე სჭირდება.
ამ ეტაპზე აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, ვის სახელზეც არის ავტომობილი დარეგისტრირებული. იურიდიულ პირებს კი ადგილზე მოსვლა მოუწევთ“, – ამბობს სალომე ეპიტაშვილი.
შსს მომსახურების სააგენტოში შესაძლებელია ელექტრონული რიგის დაჯავშნა. მომხმარებელს აღარ უწევს რიგში დგომა და 15 წუთში შეუძლია ახალი სანომრე ნიშნის სარეგისტრაციო მოწმობის მიღება.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება