

ბოლო 48 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა გედსამანიაში დაფიქსირდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გედსამანიელი ქალი მეზობლისგან დაინფიცირდა.
სულ ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 554 ინფიცირებულია. მათგან 535 გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ამჟამად აქტიური შემთხვევებიდან საავადმყოფოში ერთი დაავადებული მკურნალობს, დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
23 მარტს ვახანის, ლეღვანის, ბაზალეთისა და ლაშეს სკოლების თანამშრომლები გაიტესტენ. სწრაფი ტესტის პასუხები უარყოფითია, PCR ტესტის პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი.
დღეს ტესტირება ძირულას ხეობის სკოლების თანამშრომლებს უტარდება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პირბადის ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვისკენ მოგვიწოდებს.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,