

21-22 მარტს 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობდა ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის აღზრდილი მოჭიდავე ევსემ შველიძე, რომელმაც მაქსიმალური შედეგებით განვლო ყველა შეხვედრა და ფინალურ ორთაბრძოლაში საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულ გოგა მამიაურს შეხვდა.
დაძაბულ ბრძოლაში ევსემ შველიძემ საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატში მსაჯად მიწვეული იყო ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის თავისუფალი ჭიდაობის სექციის მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი.
„ჩემპიონატში მეტი შემეძლო, თუმცა ამჯერად ვერ მივაღწიე. ვარჯიშს ვაგრძელებ, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას მომავალშიც აუცილებლად მივიღებ,“ – ამბობს ევსემ შველიძე.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ მოჭიდავეს.
ფოტოზე: მარცხნიდან პირველი ევსემ შველიძე.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,