

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძისგან, მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში, ისევე, როგორც იმმუნიციპალიტეტებში, სადაც მრავალპროფილური საავადმყოფოები არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველი აპრილიდან განახლდება.
„ხარაგაულის საავადმყოფოში რეანიმატოლოგი მუდმივად არ არის. ამის გამო აცრები შეჩერებულია, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – იგეგმება, რომ პირველი აპრილიდან ხარაგაულის საავადმყოფოში რეანიმატოლოგი ყოველდღიურად იმყოფებოდეს. აცრის შემდეგ გართულების შემთხვევაში მისი ჩარევა აუცილებელია.
აცრის გაკეთებამდე, დამატებითი რეგულაციით, უნდა შეისწავლონ თითოეული ადამიანის სამედიცინო ისტორია, გადატანილი თუ არსებული ქრონიკული დაავადებები და ალერგიულობა.
თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სურს პირველ აპრილამდე აიცრას, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოს ხარაგაულის საავადმყოფოს ექთან-იმუნოლოგ შორენა ლოლაძეს. ის მედიკოსებს არეგისტრირებს იმ კონკრეტული დღისთვის, როცა ხარაგაულის საავადმყოფოში რეანიმატოლოგი მორიგეობს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი ამპულა 10 დოზიანი და, მისი გახსნისას ათი ადამიანი უნდა აიცრას. თუ დარეგისტრირებულთაგან, რომელიმე სუბიექტური ან ობიექტური მიზეზების გამო არ მივა ასაცრელად, აუცილებელია რეზერვში დარეგისტრირებული იყოს კიდევ 2-3 მედიკოსი, რომლებიც აიცრებიან.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ კვირაში სპეციალურ ვებ-პორტალზე დაიწყება 75 წელს ზემოთ ასაკის, აცრის მსურველი მოქალაქეების რეგისტრაცია“.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს