„დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედები საზოგადოებისგან წლების წინ თითქმის დაუძლეველ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით. ტრანსპორტშიც კი არ მიშვებდნენ. ერთხელ ერთმა ექიმმა მითხრა, – ეს ბავშვი მოიცილეო. ამ სიტყვებმა გამანადგურა“, – სირთულეებმა მარინა ნავაძე კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. ცხოვრების ერთადერთ მიზნად დაისახა, რომ გიორგი ფეხზე დაეყენებინა. ამ მიზნის მიღწევაში გიორგიც ეხმარებოდა და სტიმულს აძლევდა.
წლების შემდეგ ამ კუთხით არსებული საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები შედარებით უფრო ადაპტირდნენ. მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობა გამოჩნდა, თუმცა რეგიონებში – უფრო ნაკლებად. მარინამ გადაწყვიტა დაკავშირებოდა დაუნის სინდრომის მქონე სხვა ბავშვების მშობლებს და სხვადასხვა ორგანიზაციებში გაწევრიანებულიყო.
„თბილისში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სპეციალურ სკოლაში დადიან. სწავლობენ სხვადასხვა ხელობას, უცხო ენებსა და ცეკვას. მათ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. მე კი მხოლოდ ჩემით და ოჯახის წევრების დახმარებით აღვზარდე გიორგი. ჩემი ხელშეწყობით მიიღო განათლება. მასწავლებლები სახლში მომყავდა. ეს ბავშვები უზარმაზარ სიყვარულსა და სითბოს ატარებენ გულით. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ვეტყვი, რომ გაძლიერდნენ, რადგან მათ არაჩვეულებრივი შვილები ჰყავთ“, – ამბობს მარინა ნავაძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე ხუთი პირი ცხოვრობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ 21 მარტს მათ 100-100 ლარი ჩაერიცხებათ.
„პანდემიიდან გამომდინარე ცოტა შევიზღუდეთ, ამიტომ წელს დაუნის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის ოჯახში მივალთ, მივულოცავთ და სიმბოლურ საჩუქრებს გადავცემთ. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ვეტყვი, რომ თავიანთი მიზნების მისაღწევად სტერეოტიპები უნდა დაამსხვრიონ. მათთვის ეს სამყარო კიდევ უფრო ლამაზი და ფერადი უნდა იყოს“, – ამბობს ნანა კიკნაძე.
დაუნის სინდრომი ქრომოსომული ცვლილებაა. ყოველი 800 ბავშვიდან 1 დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. 21 იმ ქრომოსომის რიგითი ნომერია, რომელთანაც დაუნის სინდრომია დაკავშირებული. მესამე თვე კი იმის მანიშნებელია, რომ ქრომოსომა 2-ის ნაცვლად 3 ცალია.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოზე: გიორგი კალანდაძე და მარინა ნავაძე
ასევე დაგაინტერესებთ
მარინა ნავაძე – იამაყეთ თქვენი შვილებით
მარინა ნავაძე: როცა მშობლებს საფიქრალი აერთიანებთ, ძლიერდებიან და მოტივირებულები ხდებიან
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი