არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ პროექტი „ჩვენ აქ ვართ“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საჭიროებების კვლევასა და საზოგადოებაში მათ სოციალიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა შშმ ბავშვების მშობელთა კომიტეტი. კომიტეტის წევრები შეხვდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკო თოფურიძეს და მას შშმ ბავშვების, მათი ოჯახების საჭიროებები გააცვნეს და კონკრეტული მოთხოვნები დაუყენეს. მშობელთა კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ხარაგაულში დღის ცენტრის გახსნა აუცილებელია.
მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე ლია მაღრაძე იხსენებს, რომ „ნაბიჯი ხარაგაულის“ პროექტის ფარგლებში, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად, ზესტაფონის შშმ პირთა დღის ცენტრი „ორიონი“ მოინახულეს.
„ამ პროექტმა შესაძლებლობა მომცა, რომ „ორიონში“ ჩემი შვილისათვის თომატის თერაპია ჩამეტარებია და ლოგოპედის მომსახურება მიგვეღო, რაც გიორგის ძალიან სჭირდებოდა, – ამბობს ლია, – შვიდი თვეა, გიორგი „ორიონში“დამყავს და არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს. ძალიან კარგი იქნება, თუ ხარაგაულშიც გვექნება დღის ცენტრი და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები შესაბამის სერვისებს მიიღებენ. პროექტის დასრულების შემდეგ კომიტეტის წევრები შეკრებებს გავაგრძელებთ, მუნიციპალიტეტის მერს შევხვდებით და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ დღის ცენტრისთვის ხარაგაულში შესაბამისი ფართი გამოინახოს“.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ხარაგაულში ბევრი რამაა გასაკეთებელი, – მიაჩნია მშობელთა კომიტეტის წევრს ლიანა კაკიაშვილს, – მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს თანხმობა, რომ ხარაგაულში დღის ცენტრი გაიხსნას. თუმცა ამისთვის ჯერ შესაბამისი ფართი არ მოძიებულა. თანხმობაა ბორითის სკოლაში პანდუსის მოწყობაზე, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო რუსუდან გურგენიძესთან და ინგა მაღრაძესთან ერთად მუშაობა. მათი სახით, შშმ ბავშვთა მშობლების კომიტეტის წევრებმა მეგობრები შევიძინეთ“.
მშობელთა კომიტეტის წევრ მარინა ნავაძის შვილი გიორგი უკვე 21 წლისაა. გიორგი დაუნის სინდრომის მატარებელია. ქალბატონი მარინა მიიჩნევს, რომ ამ 21 წლის მანძილზე ხარაგაულში დღის ცენტრი რომ ყოფილიყო, გიორგის ახლა უფრო მეტი რამ ეცოდინებოდა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტმა მოიტანა ისაა, რომ შშმ ბავშვების მშობლებმა ერთმანეთი ვიპოვეთ, ერთმანეთს დავუახლოვდით და ერთმანეთის გულისტკივილი გავიგეთ. ერთად უფრო დაცულები ვართ, აღარ გვეხათრება გარეთ გასვლა, აღარ გვაქვს შიში და მოლოდინი, რომ ჩვენი შვილების გამო ვიღაცა დაგვცინებს. როცა მშობლებს ერთი სატკივარი აერთიანებთ, ძლიერები და მოტივირებულები ხდებიან.
გაწევრიანებული ვარ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა კომიტეტში. იქ გავიცანი ნინო ომანაძე. მისი შვილი ბარბარე 6 წლისაა და წელს სკოლაში შევიდა. არაჩვეულებრივად სწავლობს მათემატიკას, ინგლისურს, ცეკვავს და მონაწილეობს საბავშვო სპექტაკლებში. ბარბარე ამ 6 წლის განმავლობაში დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობდა და სწორად მიდგომამ, მკურნალობის კურსმა შედეგი გამოიღო. თუ ამ პროექტის დასრულების შემდეგ ხარაგაულში დღის ცენტრი გაიხსნება, ყველა შშმ ბავშვი შეძლებს სრულფასოვან განვითარებას და მომავალში საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას,“ – ამბობს მარინა ნავაძე.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი