
ხარაგაულის გიმნაზია, კერძო სკოლის სტატუსის გამო, განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებში ვერ ერთვება. თუმცა, თავიანთი ძალებით ცდილობენ, სწავლისათვის კარგი გარემო და პირობები შექმნან.
„ხარაგაულის გიმნაზიამ ახალი სასწავლო წლისათვის მზადება უკვე დაიწყო, – ამბობს გიმნაზიის დირექტორი მამა პავლე (ცერცვაძე), – სექტემბერში, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში, გასული წლის მსგავსად, ყველა პირველკლასელს სასწავლო ბუკებსა და სახელმძღვანელოებს საჩუქრად გადავცემთ.
ტრანსპორტი უკვე ჩვენს მოსწავლეებსაც ემსახურება. მომავალი წლისთვის სატრანსპორტო მარშრუტების რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ, რომ ტრანსპორტი რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მოემსახუროს.
რამდენიმე დღეში დასრულდება გიმნაზიის ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა. კრიზისისა და პანდემიის დროს რთულია სკოლაში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. თუმცა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ჩვენი მოსწავლეებისათვის ყველაფერს აკეთებს.
გიმნაზიისთვის პრიორიტეტი სულიერი ცხოვრებაა. მეუფის ლოცვა-კურთხევით, ყოველ სამშაბათს გიმნაზიის მოძღვარი მამა თომა (ლაცაბიძე) ხარაგაულის საკათედრო ტაძარში აღავლენს წირვას ჩვენი მოსწავლეებისათვის. ხუთშაბათობით ჩვენი ბავშვებისთვის ტაძარში საჯანმრთელო პარაკლისი ტარდება.
პატრიარქის კურთხევაა, რომ ყველა ქართველმა ძველი ქართული დამწერლობა ისწავლოს. ხარაგაულის გიმნაზიაში, მეხუთე კლასიდან, ვასწავლით როგორც ნუსხურ, ასევე ასომთავრულ დამწერლობას. ძველი ქართული დამწერლობის შესწავლაში თითოეული ბავშვი ჩართულია განსაკუთრებული ინტერესითა და გულმოდგინებით.
ღვთისმსახურებაში გამოყენებული საეკლესიო ლიტერატურა ნუსხური ანბანითაა დაწერილი. ვცდილობთ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მივცეთ, რომ მათ მსახურებაში მონაწილეობა მიიღონ. ეს აუცილებელია ადამიანის ცხოვრებისა და ცხონებისათვის.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება