

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 20 და 21 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს.
დამატებითი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა შაბათს დილით, ხოლო უკან თბილისის მიმართულებით დაბრუნდება კვირას.
მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შეახსენებს კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:
ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მგზავრები გასამგზავრებლად არ უნდა გამოცხადდნენ.
მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,